LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

73
პარლამენტი

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ხელისუფლების ოპონენტების განწყობები პესიმისტურია, ისინი ფიქრობენ, რომ კუჭავას პაპუაშვილით ჩანაცვლებით, საკანონმდებლო ორგანოში არაფერი შეიცვლება.

“ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, თუ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ პიროვნულ შტრიხებს მაინც აქვს მნიშვნელობა.” –  განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

“თუ აქამდე “ქართული ოცნება” საზოგადოებისთვის მიუღებელ თემას აკეთებდა კუჭავას სახით – ანუ დიპლომატიური ენით, ახლა ამას პაპუაშვილი უფრო ხისტად გააკეთებს,”- აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

პოპულარულები