LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო საქმიანობისგან გამიჯვნა 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა იქნება: შალვა პაპუაშვილი

50
შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” და პარტია “ლელომ” მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან უკვე დაიწყეს

პროცესის დასაწყებად საჭიროა 50 ოპოზიციონერის ხმა. ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, ისინი ახალ სამთავრობო სიას და პროგრამას ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ინიციატივა რეალობას მოკლებულია და მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ინიციატივა, დადგეს მთავრობის უნდობლობის საკითხი აბსოლუტური აბსურდია.
პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობას უნდობლობას უცხადებს უმრავლესობა. ხოლო მოქმედ მთავრობას უმრავლესობის ნდობა უკვე აქვს.

შალვა პაპუაშვილი აგრეთვე აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობისგან გამიჯვნა 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა იქნება.

ოპოზიციის წევრები აგრეთვე აცხადებენ, რომ თუ საკმარისი ხმა არ შეგროვდება, პარტიების ლუსტრაცია მაინც მოხდება ვის უნდა ქვეყნისთვის კარგი მომავალი.

mazda magti 5g