LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა – გედევან ფოფხაძე

fofxadze

გულწრფელად გეტყვით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძე უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი განცხადებით, გუნდმა პრინციპიდან არ უნდა გადაუხვიოს და უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანები უნდა იყვნენ არჩეული.

გულწრფელად გეტყვით, რომ დღეს აქ მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა. მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, რომ დიალოგსა და საუბარს გავურბივართ. ჩვენ პოზიციას დღესაც დავაფიქსირებთ. პრინციპულია, ვიფიქროთ იმაზე, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანები იყვნენ არჩეულნი. ამ საკითხების განხილვის დროს არ შეიძლება მედიასა და საზოგადოებას კარი ჩაეკეტოს. ყველაფერი, რაზეც დღეს „ქართულ ოცნებაში“ საუბარი მიდის, ეს საზოგადოებას აინტერესებს. ეს არ არის ჩვენი კერძო თემა. თუ ასეთი შეზღუდვა გუნდის წევრების მიმართ იქნება, ეს არასწორია. თუ ასე ისმება საკითხი, რომ გუნდის შიგნით რაზეც ვსაუბრობთ იმაზე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში, ჩვენ ვერ ვთანხმდებით. რა თქმა უნდა, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, ის არავისთან ნაჩხუბარი არ არის, უმრავლესობის სხდომაზე მოისმენს მოსაზრებებს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

ჟურნალისტებთან ჩემი პოზიციის დაფიქსირება არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, დღეს მშობლის გარეშე ვარ მოსული და არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა, სკოლაში ხომ არ ვართ, რა დისციპლინაზე გვაქვს საუბარი. თუ დისციპლინა გვინდა, შიდაპარტიული დემოკრატის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რაც არ გვაქს, აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ ჩვენ ყველას გვექნება საშუალება, საჯარო სივრცეში ვისაუბრო სასამართლო თემაზე,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებდა დეპუტატი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ვისაც გუნდიდან წასვლა უნდა მისთვის კარი ღიაა. გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ პარტიულ პატიმრობაში არავინ იმყოფება.

პოლიტიკური გაერთიანებები პოლიტიკურ ნებაზეა დაფუძნებული, არავინ პარტიულ პატიმრობაში არ იმყოფება, ამ გუნდის კარი ღია ყველასთვის, გარედან შესასველადაც და შიგნიდან გამოსასვლელადაც. არ მგონია გუნდის შექმნასა და წარმატებაში მონაწილეობა არ მქონდეს მიღებული. არ მგონია, თანაგუნდებელზე უარის თქმა სწორი იყო, ჩემი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული მთლიანად უმრავლესობის პოზიციაზე, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატმა პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ მიღებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ტექსტი მისთვის მიუღებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g