LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპატიო თბილისელი“ 7 მოქალაქე გახდა

327
71501449-691198754692163-67805048133910528-n

„თბილისობის“ გალა-კონცერტზე 2019 წლის “საპატიო თბილისელები” დასახელდნენ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ  “საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ 7 ადამიანს მიენიჭა. ღვაწლმოსილი თბილისელები ქალაქის მერმა თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე დაასახელა, მათ მადლობა გადაუხადა და სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

“საპატიო თბილისელები“ გახდნენ:

გიოზალ დუმოევი, 81 წლის, “თბილსერვის ჯგუფის” მეეზოვე, ის 61 წელია რაც დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს.

გივი მამულაშვილი, 83 წლის, “თბილსერვის ჯგუფის” გარე განათების ოსტატი. 66 წელია დედაქალაქის გარეგანათებაზე ზრუნავს.

ავთანდილ კობახიძე, 77 წლის. გვირაბ ნაგებობათა სამსახურის თანამშრომელია. 53 წელია, რაც თბილისის მეტროში მუშაობს.

ვალერიან მეთაფლიშვილი, 74 წლის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია, N1 ავტობუსის მძღოლი, 49 წელია, რაც ამ სამსახურში მუშაობს.

როგნეტა კუჭავა, 79 წლის. ბიბლიოთეკათმცოდნე, 49 წელია რაც ამ სფეროში საქმიანობს.

მეია მეგრელიშვილი,79 წლის, 27-ე ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი, აქვს 60-წლიანი პროფესიული განათლება.

ნიკო ლეკიშვილი, 72 წლის, თბილისის ყოფილი მერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები