LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრულო პოლიცია COVID-19-თან დაკავშირებული წესების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან მონიტორინგს განახორციელებს

269
200a9c1b86b1d83ce61670603280a95c

საპატრულო პოლიცია, კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან მონიტორინგს ინტენსიურ ახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g