ადვოკატის განცხადებით, გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია სამართალდამცველებმა ე.წ. რეიდის ფარგლებში გააჩერეს, რა დროსაც პირადობა და ჩანთის შემოწმება მოსთხოვეს.
ადვოკატის ცნობით, დაკავების დროს, მანქანაში მის მიმართ იყო ჰომოფობიური რეპლიკები იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა.
ადვოკატის განმარტებით, გეგმავენ, რომ სახალხო დამცველს მიმართონ.
შსს-ში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული