LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა

108
საპენსიო სააგენტოს აქტივები

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია. 

აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში, დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.7% შეადგინა, დაბალანსებულის – 16.4% და კონსერვატიულის -14.3%.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. იანვრის მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 51.1%, დაბალანსებულში – 30.5%, ხოლო კონსერვატიულში 16.6% იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g