საფრანგეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის გარშემო, ახალმა სკანდალმა
იხეთქა. ამჯერად 47 წლის ემანუელ მაკრონსა და 72 წლის ბრიჯიტს ყოფილი
მებაღე, სახელად ლუკასი უჩივის.
ცნობილია, რომ მებაღე მეუღლეების ვერსალის რეზიდენციაში მუშაობდა. მასთან ერთად ვერსალის სასახლეში რამდენიმე თანამშრომელი იყო დასაქმებული, თავად მებაღეს ოთხ ჰექტრამდე ტერიტორიის მოვლა ევალებოდა.
როგორც 33 წლის ლუკასი გამოცემა Marianne-ს უყვება, მას ძალიან უყვარდა
თავისი საქმე, თუმცა იქ არსებულმა ანტისანიტარულმა პირობებმა, მას მუშაობის
გაგრძელების საშუალება არ მისცა:
„წვიმის დროს ჩვენ საცხოვრებელ ტერიტორიაზე სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, არ გვქონდა საპირფარეშო. ელექტრობა იყო საშინელ მდგომარეობაში. როცა ამაზე ხმამაღლა საუბარი
დავიწყე, მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი“ – ამბობდა მებაღე.
მოგვიანებით მან ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც ატვირთა. ამის შემდეგ, ლუკასი სამსახურიდან დაითხოვეს, სასამართლომ მას აღდგენის უფლება არ მისცა.
