LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლებაა დაავალა

590

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლებაა დაავალა.  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, სასამართლომ გაიზიარა საია-ს პოზიცია და ირაკლი ხოფერიას აღუდგინა დაზარალებულის სტატუსი.

ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ხოფერიამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, თუმცა, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიცემულა.

გარდა ამისა მთავარმა პროკურატურამ ხოფერიას უარი უთხრა დაზარალებულად ცნობაზე. 2017 წლის 2 მაისის დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად მიიჩნია და პროკურატურის უარი უსაფუძვლოდ ჩათვალა.

საია მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს საქმის გამოძიება თბილისის პროკურატურის ნაცვლად, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცეს, რადგან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, თბილისის პროკურატურის მხრიდან გამოვლინდა პოლიციელების მიმართ მიკერძოების ფაქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g