LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მინივენები, შესაძლოა, რეგულირებას დაექვემდებაროს

62

ტაქსების შემდეგ რეგულირებას შესაძლოა, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მინივენები დაექვემდებაროს. ინფორმაციას bpn-ი ავრცელებს.

„წლების წინ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მხოლოდ ავტობუსები დადიოდნენ. შემდეგ უკვე მიკროავტობუსებზე მოხდა გადასვლა, რის შედეგადაც თბილისში რაიონებიდან დღის განმავლობაში 1 800-მდე რეისი მივიღეთ. ეს კი დიდ ქაოსს ქმნის და ვგეგმავთ მომავალში მათი მარშრუტებიც დავადგინოთ.

საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ძალიან ბევრი მინივენი მოძრაობს, რომელზეც არანაირი რეგულაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ჩემი პირადი მოთხოვნა და ტრანსპორტის სამსახურის რეკომენდაცია იქნება, რომ​ მინივენები გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებაროს“, – აღნიშნა მუმლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g