LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვდა

81

უმსხვილესი საერთაშორისო სამოგზაურო მედია პლატფორმამ Lonely Planet საქართველო 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში შეიყვანა.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Lonely Planet ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს, სადაც 2018 წლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად საქართველო დასახელდა. ინფორმაცია გავრცელდა Lonely Planet-ის ყველა მედია საშუალებით.

პლატფორმის მთავარი კრიტერიუმი ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა.

Lonely Planet საქართველოზე წერს, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამავდროულად უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.

„საქართველო ღვინისა და უძველესი კერძების ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ მომავლისკენ იყურება. მისი უძველესი ისტორია და კულტურა არა მხოლოდ წარსულია, არამედ აწმყო. ქართული ღვინო იმდენად საამაყოა ამ ქვეყნისთვის, რომ ხშირად მესაზღვრეები აეროპორტში წითელი ღვინით ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს“, – წერს Lonely Planet.

ცნობისთვის, Lonely Planet წარმოადგენს საერთაშორისო უმსხვილეს სამოგზაურო მედია პლატფორმას. იგი მოიცავს, საერთაშორისო გზამკვლევების სერიას, წიგნებს და ონლაინ პლატფორმებს. კომპანია დაარსდა 1972 წელს და დღეს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს თავის სფეროში. Lonely Planet-ის სტატიებზე, ბლოგებზე და გამოცემებზე მუშაობს 200-მდე ავტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები