LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 2025 წელს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება

106
ენერგეტიკული გაერთიანება

2025 წელს საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება – ეს ფუნქცია მას ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე როტაციით გადაეცა.

საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში.

22-ე მინისტერიალის სხდომაზე, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გაერთიანების ქვეყნებში განახლებადი ენერგიების განვითარებაზე, ენერგოეფექტურობისა და დეკარბონიზაციის ამოცანების შესრულებასა და ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, ერთი მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, გააძლიეროს ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოდაკავშირებადობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი 2017 წელს გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g