LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო აღმოჩნდა მაჩანჩალა ადგილზე – მზად ვართ შანსი მივცეთ ერთმანეთს და დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით: პაატა მანჯგალაძე

124
პაატა მანჯგალაძე

„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვართ შანსი მივცეთ ერთმანეთს და დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით“, აღნიშნულ განცხადებას პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.

მისი განმარტებით, ეროვნული თანხმობის მთავრობის არსებობის შემთხვევაში პირობების შესრულება 3 თვეში იქნებოდა შესაძლებელი.

დეოლიგარქიზაცია, კორუფცია, პოლარიზაცია -12 პირობა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა

ნურავინ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს: მიხეილ სარჯველაძე

„გუშინ ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, რადგან ტრიოში, სადაც საქართველო იყო მოწინავე, აღმოჩნდა ბოლო, მაჩანჩალა ადგილზე. მეტიც, 24 ივნისს არის რისკი, რომ საქართველო აქაც ვერ გამაგრდეს და გადავიდეს სომხეთისა და ყაზახეთის ლიგაში. ეს არის ძალიან მძიმე. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ, დიდი ხნით დაიხურება საქართველო პერსპექტივა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც ძალიან მძიმეა ყველა მოქალაქისთვის. ევროპა ნიშნავს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, მეტ სამუშაო ადგილს, მაღალ პენსიებს, ხელფასებს, ახალგაზრდებისთვის უკეთესი განათლების მეტ შანსს. ამას ვინც უკეტავს და უშლის ხელს, იმას ნამდვილად არ აქვს უფლება, იწოდებოდეს საქართველოს ხელისუფლებად. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენ.

ოპოზიცია რომ ვყოფილიყავით ახლა ხელისუფლებაში და ამხელა მარცხი მიგვეღო საერთაშორისო ასპარეზზე, ის ნამდვილად იქნებოდა პასუხისმგებლობის საკითხი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბუნება რომ არ ვიცოდე, რა თქმა უნდა, მექნებოდა ოპტიმიზმი, რომ ყველა ერთად შევიკრიბებოდით, ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, დავიწყებდით იმ რეფორმებზე მუშაობას, რაზეც შენიშვნები მოგვცა ევროპამ, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. იქ ხომ მთავარი საკითხი არის დეოლოგარქიზაცია. დეოლიგარქიცაზია რას ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი. ასეთი რამ როგორ შეიძლება. ამ ნაწილში ვართ პესიმისტურად. ახლა ეროვნული თანხმობის დროებით მთავრობა რომ გვყავდეს, ზუსტად სამ თვეში ყველა პირობას, რაც წერია დოკუმენტში, შევასრულებდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ცოტა ძნელია ამაზე თავის გამოდება და გარანტიების მიცემა მოქალაქეებისთვის,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პოპულარულები