LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნურავინ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს: მიხეილ სარჯველაძე

143
მიხეილ-სარჯველაძე

„ნურავინ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს“, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მისივე განმარტებით, „არსებობენ პოლიტიკოსები საქართველოში, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ ხელისუფლება ხელში აიღონ და ამისთვის საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებენ“.

დეოლიგარქიზაცია, კორუფცია, პოლარიზაცია -12 პირობა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა

„ოლიგარქიაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტიული ინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, არავითარი საფუძველი იმაზე საუბრისთვის, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი, რამენაირად შეიძლება იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, უბრალოდ არ არსებობს.

პრიმიტიულად ნურავინ მიუდგება და ნუ იტყვის, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს. არსებობენ პოლიტიკოსები საქართველოში, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ ხელისუფლება ხელში აიღონ და ამისთვის საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებენ, დასახელდა გვარები, მაგალითად როგორიც არის კეზერაშვილი“, – თქვა სარჯველაძემ.

პოპულარულები