LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან: ვიოლა ფონ კრამონი

94
ვიოლა ფონ კრამონი

“საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან”, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები დემოკრატიულ ფარგლებში არ განვითარდება, ევროკავშირი სანქციების თემას გადახედავს.

“პოლიტიკოსები ბრიუსელში იკითხავენ, რატომ უნდა ჩავდოთ დამატებითი თანხა საქართველოში, როცა ქართველები თავად არ ზრუნავენ პრობლემების მოგვარებაზე? ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს 6 პუნქტიან შეთანხმებას, დანარჩენი ყველაფერი დროის კარგვაა. რაღაც ეტაპზე ვიფიქრებთ შემდეგ ტრანშზე, მაგრამ საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

mazda magti 5g