სოციალურ ქსელში Makeup არტისტმა საკუთარი სხეულის მხატვრობის ფოტოები გაავრცელა, სადაც ის რუსულ ოკუპაციას ამ ფორმით აპროტესტებს. მისი თქმითა და ხედვით, ამ ფოტოებზე დღევანდელი საქართველოს მდგომარეობაა გამოხატული.
ფოტოზე, გამოსახულია საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშები, თუმცა სახეზე ეს დროშები ისეა განაწილებული, რომ სახის ერთ მხარეს მხოლოდ საქართველოა მოქცეული, მეორე მხარეს კი რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.
როგორც არტისტი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე წერს, რუსეთი არის ოკუპანტი, ისევე, როგორც თურქეთი და აზერბაიჯანი.
“RUSSIA IS AN OCCUPIER ‼20% of Georgia is occupied by Russia. also – TURKEY and AZERBAIJAN აი ასეთი საოცარი ქვეყანა გვაქვს, რომ ყველას ჩვენი ტერიტორიები უნდა. სომხეთიც მინდოდა, თუმცა ცოტა წაუმეგობრებს ხოლმე, მაგრამ მესამე გრიმში არც მათი დროშის ჩასმა გამიჭირდება. რა თქმა უნდა, ოკუპანტები თითოეულმა ქართველმა კარგად იცის, მაგრამ მარჯვენა თვალზე საქართველოს რუკის ქვეშ ჩამოსული სისხლი – მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ბრალია. და მაინც – ახლა ჩვენ უკეთესად ვხედავთ,” – წერს Makeup არტისტი.