LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისთვის ფულადი დახმარება ჯერ არ გაუცია – გოცირიძე

88
რომან-გოცირიძე

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებული ანტიკრიზისული გეგმის საბიუჯეტო ნაწილი განიხილეს. კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ ბიუჯეტის 6 თვიანი გეგმა არა მომავალი არჩევნების თარიღს უკავშირდება, არამედ გათვლილია ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალზე. მისივე თქმით, სახელმწიფოს მეტი დროით პროგრამის გაწერის შესაძლებლობის ფინანსური სახსრები არ გააჩნია.

გეგმა, რომელიც კაკაურიძემ წარადგინა, ოპოზიციის შეფასებით შერჩევითი და დაგვიანებულია. საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს ბიუჯეტის სრულ ვერსიას, რომელიც გამჭვირვალე იქნება.

ვინც სამსახური დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა სესხები გადაუვადდება

"ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე" - პრემიერი.

მათი შესაფებით, პარლამენტში დღეს განსახილველად შემოსულ ბიუჯეტში ასახულია მხოლოდ “ნაგლეჯი.” დეპუტატი რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მხოლოდ  გუშინ აითვისა ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარი, რომელის ჯანდაცვასა და სოციალურ პრობლემებს უნდა მოხმარდეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავრობა ხშირად სპეკულირებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან 3 მილიარდიანი დახმარების მიღებაზე, რაც გოცირიძის განმარტებით, არა “ქართული ოცნების” მთავრობის, არამედ ქართველის ხალხის და საქართველოს მხარდაჭერაა დასავლეთიდან.

ევროკავშირისგან საქართველო 150 მილიონ ევროს მიიღებს

ოპოზიცია საბიუჯეტო ნაწილის სოციალური დახმარების კუთხით რეალურ გარემოებაზე მორგებული კანონპროექტის წარდგენას ითხოვს.

“ყველა პირობა, რომელიც მიეცით ბიზნესს და ეკონომიკას, არც ერთი არ არის შესრულებული. გგონიათ 3 მილიარიანი დანაპირებით საკუთარ წვლილს წარმოაჩნეთ და იტყვით, რომ ეს თქვენი დამსახურებაა? არა ბატონებო. ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს მხარდაჭერისთვის გამოყოფილი დახმარება. სად არის 3 მილიარდის ბიუჯეტი, დღეს პარლამენტში რატომ არ შემოვიდა. რაც არ შემოსულა ის როგორ უნდა განვიხილოთ.

ჯერ ბიუჯეტი უნდა შემოვიდეს, მერე განვიხილოთ  და დამტკიცდეს – სად გაქვთ თქვენ ამის თავი. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ საკუთარი მოქალაქეებისთვის ფულადი დახმარება არ მიუცია” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

mazda magti 5g