LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც სამსახური დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა სესხები გადაუვადდება

139
გახ

ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური, შემდგომი სამი თვის ვადაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. საქართველოს მთავრობის, საბანკო სექტორისა და  ეროვნულ ბანკის თანამშრომლობით კრიზისის პირველივე ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა.

ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ კვლავ გვქონდა შეხვედრა და მივიღეთ შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

1) ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური, და რომელსაც სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სოციალური დახმარების ფარგლებში ეხმარება, შემდგომი სამი თვის ვადაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. 

2) ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საპროცენტო გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.

 

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა ხვალ, 22 მაისს იწურება. საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტსა და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები