LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, მალდივები, შრი-ლანკა – მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დასახელდა

242
GLM-Villa-Suite-Living-Room

საქართველოში ტურიზმის გახსნის და სპეციალური უსაფრთხო ზონების შექმნის შესახებ, კიდევ ერთი გავლენიანი საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Conde Nast Traveler წერს. „რომელი ქვეყნები იხსნება საერთაშორისო მოგზაურებისთვის“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოსთან ერთად, მსოფლიოში პოპულარული ტურისტული მიმართულებები: საბერძნეთი, ესპანეთი, ინდონეზია, მალდივი და შრი-ლანკა მოხვდნენ.

”საქართველო პოპულარული ტურისტული მიმართულებაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს, ხოლო საერთაშორისო 1 ივლისს იხსნება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს. უკვე დანერგილია უსაფრთხოების და ჰიგიენის ახალი ზომები, რაც ტურისტებს მშვიდად მოგზაურობის საშუალებას მისცემს“, – წერს გამოცემა.

„შავი ზღვის მარგალიტი ღიაა ბიზნესისთვის და ვიზიტორებისთვის“ - ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია

"ბათუმის, როგორც უსაფრთხო, მწვანე ზონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებზე ამახვილებენ ყურადღებას"

Conde Nast Traveler-ის ცნობითვე, საქართველო ტურისტებსმწვანე ზონებშიმიიღებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან თავისუფალ ადგილებში მოეწყობა. „მთელ ევროპაში საქართველო კორონავირუსის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“, – აღნიშნავს გამოცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g