LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მეგობრების მოთმინებას ცდის.. ამ ეტაპზე, ვფიქრობ ეს მოთმინება ილევა: ლორა თორნტონი

88
lora

“საქართველო მეგობრების მოთმინებას ცდის.. ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, მოთმინება ილევა”,- ამის შესახებ “დემოკრატიების დაცვის ალიანსის” დირექტორი ლორა თორნტონი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძალიან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია.

„ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, მოთმინება ილევა. ვაშინგტონში საქართველოს ყველა უპირატესობა აქვს მიცემული. ეს ყველა მხარისთვის კარგია. ჩვენ გვსურს საქართველო წარმატებული იყოს. ის რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. ამიტომ ჩვენ საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ – დემოკრატიისა და განვითარების თვალსაზრისით. ბოლო წლებში მრჩება განცდა, რომ მოთმინება ილევა”,-განაცხადა ლორა თორნტონმა.

“დემოკრატიების დაცვის ალიანსის” დირექტორი ამბობს, რომ გამოსავალი არსებობს და ამ შემთხვევაში ეს არის შეთანხმებაში დაბრუნება და აღებული ვალდებულებების პატივისცემა.

“საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატია საქართველოს უდიდესი სიმდიდრე იყო ყოველთვის და მისი გაფლანგვა გამანადგურებელი იქნება მათთვის, საერთაშორისო არენაზეც და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათთვის, როგორც ქვეყნისთვის. ეს ქვეყანას უკიდურესად დაასუსტებს უფრო მავნებელი გარე აქტორების წინაშე“, – განაცხადა თორნტონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g