LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის გვერდით – დღეს, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღეა

110
155255317835კოლხეთი1

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღეა და საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები, წელს ამ დღეს, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსით ხვდება.

საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსს საქართველოში 3 დაცული ტერიტორია ატარებს: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. მათმა უნიკალურობამ და მნიშვნელოვნებამ განაპირობა ის, რომ საქართველოს ჭარბტენიანმა ტერიტორიებმა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში ღირსეული ადგილი მოიპოვა.

საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში, კინტრიშისა და მტირალას ეროვნულ პარკებთან ერთად, სწორედ კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები შევიდა, ნომინაციით „საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“.

ჭარბტენიან ტერიტორიებს განსაკუთრებული როლი აქვთ კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში. ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიების ტორფნარები:

? ჭარბტენიანი ტერიტორიები უზრუნველყოფს მტკნარი წყლის უდიდეს მარაგს

? წმენდს და ფილტრავს წყალს

? აკავებს ეროზიას

? გვიცავს წყალდიდობებისგან

? იმარაგებს ნახშირბადის დიდ რაოდენობას, რაც არსებით როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში

? უზრუნველყოფს საკვებს მსოფლიოს მოსახლეობისთვის

? მნიშვნელოვანი საბინადრო გარემოა სახეობათა 40%-სთვის

? სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრინველების გამრავლებისა და მიგრაციისთვის

2022 წელს ჭარბტენიანი ტერიტორიების დღის თემა ყურადღებას ამახვილებს ჭარბტენიანი ტერიტორიების კონსერვაციისა და მდგრადი მოხმარების მნიშვნელობაზე ადამიანებისა და პლანეტის სიჯანსაღისთვის. „დავაფასოთ, ვმართოთ, აღვადგინოთ და შევიყვაროთ ჭარბტენიანი ტერიტორიები“ –  2022 წლის მთავარი გზავნილებია.

1971 წელს, ირანის ქალაქ რამსარში ხელი მოეწერა კონვენციას “საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ”. 1997 წლიდან კი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მისი მნიშვნელოვნების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g