LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ნოემბრიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება

163
d108e7c0e4082bef9022d8b701f6f258_thumb

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება, ეს კი მისი თქმით, იშვიათი დამთხვევაა.

“ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან ევროსაბჭოს 48 წევრი ქვეყანა ჰყავს და თითოეული მათგანი ევროსაბჭოს რიგითობით თავმჯდომარეობს. საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდი ნოემბრიდან დაიწყება. ეს ისეთი შესაძლებლობაა, რისი უფლებაც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებში ერთხელ ეძლევა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვიცესპიკერის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტობის განმავლობაში საქართველოს პრიორიტეტი ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით მუშაობის გაძლიერება იქნება, თუმცა ჩუგოშვილი დასძენს, რომ ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g