საქართველოსა და სერბეთს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი სერბეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. ამ მხრივ უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას, რაზეც აქტიურად მუშაობს ორივე მხარე.