LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება“ – კობახიძე ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე

154
ირაკლი კობახიძე (1)

„საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება“, – ამის შესახებ პრემიეი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება.

„დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და მის ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს“, – წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g