LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან მარცხდება

108
Capture

საქართველო-თურქეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დაპირისპირებით დაიწყო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი გულშემატკივარს დაემშვიდობა, მან საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა, კვეკვესკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

ამ დროისთვის ანგარიში თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ 2:0 ფიქსირდება. პირველი გოლი თურქეთის ნაკრებმა მესამე წუთზე, როლო მეორე გოლი 43- წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებები ბოლოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თურქეთის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ “დინამო არენაზე”, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g