LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-თურქმენეთს შორის ავიამიმოსვლის დაწყება განიხილება

129
311_1

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქმენეთის რიგ სამთავრობო სტრუქტურებში: ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში და სავაჭრო – სამრეწველო პალატაში.

აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ საუბრებში მხარეები ძირითადად შეეხნენ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებულ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს.

ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში შეხვედრისას აღინიშნა, რომ ტურისტებისათვის მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდესდიდი აბრეშუმის გზის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და თურქმენეთში კომპლექსური ტურების გამართვა. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემდა თბილისსა და აშხაბადს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება. ქართულმა მხარემ გამოხატა სრული მზადყოფნა, რომ საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოცდილება გაუზიაროს თურქმენულ მხარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g