LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო უკრაინისთვის” – რომელი უფასო სერვისებით ისარგებლებენ ქვეყანაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები

575
Untitled design (2)

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იძულებით ტოვებენ და მოსაზღვრე ქვეყნებში ლტოლვილებად გადიან.

ყოველდღიურად იზრდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვიც, რომლებიც ლტოლვილებისა და დევნილების დასახმარებლად სოლიდურ თანხებს გამოყოფენ.

უკრაინელების გასაძლიერებლად, მათს მხარდამჭერ აქციებს ყოველდღიურად უერთდებიან საქართველოშიც.

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ტიპის სერვისი უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

საქართველოში ხელმისაწვდომი რესურსების ჩამონათვალს უფლებადამცველთა პლატფორმა “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სია მუდმივად განახლებადია და თავს უყრის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო სექტორის მიერ გამოჩენილ ინიციატივებს:

 

 

?  დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებისგან:

 

◼  საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს. ასევე უკრაინის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უფასო იქნება COVID-19-ზე ტესტირება, კოვიდ კლინიკებში მკურნალობა და COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

◼  უკრაინის მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი-144–3, რომელიც სამედიცინო სერვისებთან ერთად, მათი სხვა საჭიროების შესახებ, ინფორმაციას შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის. დახმარების პაკეტით სარგებლობა შეუძლიათ იმ უკრაინელ ტურისტებს, რომლებმაც საზღვარი 1-23 თებერვლის პერიოდში გადმოკვეთეს.

◼  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს საქართველოში უკრაინიდან ჩამოსულ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.

◼  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

◼  თბილისის მერია უკრაინის მოქალაქეებს სხვდასხვა უფასო სერვისს სთავაზობს – მათ შორის, თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვებს მიიღებენ, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.

◼  უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით რკინიგზის ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.

 

 

?  სამართლებრივი დახმარება:

 

◼   ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს უფასო სამართლებრივ დახმარებას.

◼  “უფლებები საქართველო” საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

 

? ფსიქოლოგიური კონსულტაცია:

 

◼  ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი “ჰარტი” მზად არის, უფასო ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს.

◼  საკონსულტაციო სივრცე, მენატალური წონასწორობის აღსადგენად – “ჰასტია” უფასო კონსულტაციას გაუწევს როგორც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ისე უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ტელ:552 221-221

 

 

 

?  სამედიცინო დახმარება:

 

◼  უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა “რეიმანი” გაუწევს. დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულზე: https://www.products.tbcinsurance.ge/forukrainians

◼ ევექსის ჰოსპიტლების უფასო სამედიცინო მომსახურება ქსელის 18 ჰოსპიტალში. მისამართები და დეტალური ინფორმაცია ლინკზე.

◼ უკრაინელი მეგობრებისათვის, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით ხელმისაწვდომია უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმების კონსულტაცია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა (დაგვიკავშირდით ნომერზე 0322505222).

◼ ციფრული ჯანდაცვის პლატფორმა EKIMO უკრაინის მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

◼ კლინიკა “ჰებე” მზად არის, უსასყიდლოდ გაუწიოს გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს.

Parents organization for type 1 Diabetes მზად არის, საქართველოში დარჩენილ ინსულინდამოკიდებულ უკრაინელებს გაუწიოს დახმარება და საჭიროების შემთხვევაში შეიფარონ საკუთარ შვილებთან ერთად.

◼ ქალთა გინეკოლოგიური კლინიკა Medicare Georgia უსასყიდლოდ გაუწევს კონსულტაციას და მოემსახურება უკრაინის მოქალაქეებს თბილისში.

◼ სამედიცინო პლატფორმა MED ROOM / მედ რუმი დიდ სამედიცინო გუნდთან ერთად მზად არის და ეხმარება ონლაინ და პირადი კონსულტაცია / კვლევებით უკრაინის მოქალაქეებს.

◼ Dentoni-დენტონი სტომატოლოგიური კლინიკა მწვავე, გადაუდებელ შემთხვევებზე უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გავუწევთ უკრაინელ მეგობრებს.

◼ სტომატოლოგიური კლინიკა DENS • დენსი უსასყიდლოდ ემსახურება უკრაინის მოქალაქეებს.

◼   ვივამედი • Vivamedi საქართველოში მყოფ უკრაინელებს უსასყიდლოდ სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას;

 

?  სააფთიაქო ქსელი საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად

 

◼  უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში დარჩენილ უკრაინის ყველა მოქალაქეს კომპანია “ავერსი”გადასცემს 100-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, რომლის განაღდებაც შესაძლებელია”ავერსის” ნებისმიერ აფთიაქში, უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენით;

 

 

 

? სასტუმროში განთავსება/ჰორეკა სექტორი:

 

◼   ტურიზმის სექტორი საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს სთავაზობს განთავსებას – Spend 4 Seasons in Georgia ჯგუფის დახმარებით დღემდე მიმდინარეობს უკრაინელების დაბინავება.

◼  ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ სასტუმროში განთავსებას, უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: (0322) 444-444.

◼  კურორტი “საირმე” უკრაინის მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს სასტუმროებში განთავსებას.

◼  SEU: საერთო საცხოვრებელში, 30-მდე უკრაინელ ტურისტს უმასპინძლებს და სრულად უზრუნველყოფს აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებით (კვება და ა.შ.)დეტალური ინფორმაციისთვის:+995 599 159 691

◼  სასტუმრო საფირი ბაკურიანი • Hotel Sapphire Bakuriani მასპინძლობს უკრაინის მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ.

◼  Orbeliani Residence Hotel 15 უკრაინელ სტუმარს უმასპინძლებს.

◼  Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

◼  ოთახი #2 მზად არის საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს უფასო საკონდიტრო ნაწარმითა და ცხელი სასმელებით გაუმასპინძლდეს.

◼  PIPES burger joint at Fabrika • პაიპს ბურგერ ჯოინტი ფაბრიკაში უფასოდ უმასპინძლებს უკრაინის მოქალაქეებს.

◼  “ტრაპეზარეა” უფასო საკვებით გაუმასპინძლდება უკრაინის მოქალაქეებს.

◼  Brotplatz • ბროტპლატცი უსასყიდლოთ გაუმასპინძლდება უკრაინის.

◼  Nunisi Forest Hotel/ კურორტი ნუნისი – უმაპსინძლებს ოჯახს, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გამო უკრაინაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

◼  Restaurant Guda • რესტორანი გუდა თბილისი-ყაზბეგის გზაზე უფასოდ მიაწვდის საკვებს უკრაინის მოქალაქეებს.

ასევე: 

◼   AutoBus / ავტობასი საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს სთავაზობს ტრანსპორტირებას სასურველ სასტუმროსა თუ საცხოვრისამდე;

◼  Silknet – სილქნეტი – უკრაინის მიმართულებით ზარები უფასოა;

◼   ბილაინი – Beeline უკრაინის მიმართულებით ზარები და შეტყობინებები უფასოა;

 

?  სამუშაო სივრცე:

 

◼  Collider • კოლაიდერი უკრაინის მოქალაქეებს, ვინც საომარი მოქმედებების გამო თავის ქვეყანაში ვერ ბრუნდება და სჭირდება სამუშაო სივრცე, მეგობრული გარემო, ყავა/ჩაი და მხარდაჭერა, გელოდებით ჩვენთან კოლაიდერში! ნინო რამიშვილის #6; +995 500 500 405

◼   ჯეპრა • Gepra სამუშაო სივრცე უკრაინელებისთვის;

 

?  გადარიცხვები/საბანკო მომსახურება:

 

◼  ლიბერთი ბანკი:  უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საკომისიოები აღარ დაწესდება.

◼  ფულადი გზავნილების კომპანია ინტელიექსპრესით საკომისიოს გარეშე გააგზავნით თანხას უკრაინაში საქართველოდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან და თურქეთიდან.

 

?  ამანათების გაგზავნა:

 

◼  “საქართველოს ფოსტა“, უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

◼  ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით.

 

?  განათლება:

 

◼  International House Tbilisi: უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ ისწავლონ. საკონტაქტო ინფორმაცია [email protected] ; 599 53 66 11

◼  საბავშვო ბაღი “ოქროყანა” მზად არის სრულიად უსასყიდლოდ, მიიღოს საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ტურისტების ოჯახების შვილები.

◼  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობს, მათ შორის საერთო საცხოვრებელს და უფასო სასერტიფიკატო კურსებს.

◼  საქართველოში მყოფი 7 დან 11 წლამდე უკრაინელ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ ივარჯიშონ საფეხბურთო სკოლა სელერო-ს შესაბამის ასაკობრივ გუნდებში.

◼  ახალი ქართული გიმნაზია წერს, რომ უკრაინიდან გამორიდებულ ბავშვებს საგანმანათლებლო მომსახურებას უფასოდ გაუწევენ.

 

?  დასაქმება:

◼  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 3 პოზიციას უკრაინელი აკადემიური პერსონალისთვის, რომლებსაც სურთ ჩაატარონ ლექციები და ჩაერთონ სხვა აკადემიურ აქტივობებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ სფეროებში:

  • უკრაინული ენა;
  • უკრაინის ისტორია და კულტურა;
  • უკრაინის პოლიტიკა და საზოგადოება;
  • უკრაინის უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები.

◼  ბიბლუსი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობს, ღია პოზიციებია შემდეგ დეპარტამენტებში:

  • მარკეტინგის დეპარტამენტი
  • კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტი
  • ანალიტიკის დეპარტამენტი
  • ქსელის თანამშრომელი

მსურველებმა რეზიუმე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]

◼  არდის გუნდში სამუშაოდ იწვევენ საქართველოში დროებით მყოფ უკრაინელ დეველოპერებს.

magti 5g