LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო წამყვან საავიაციო ქვეყნად დაასახელეს

20170712160251

დღესდღეობით, საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამის მაჩვენებელია ყოველწლიურად 400 000-ით მეტი გადაყვანილი მგზავრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წლიდან, რაც დაახლოებით, 9,3%-იანი ზრდაა ყოველწლიურად, – ამის შესახებ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, საავიაციო სექტორი ახლა აშკარა წინსვლას განიცდის.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც გავეცანი წინა წლის სტატისტიკას, რომელიც საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდას ასახავდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს აეროპორტებში 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ და მათი რაოდენობა 23% პროცენტით გაიზარდა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია,“ – აღნიშნა ჰოლოლეიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g