LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური ავიარეისების შესრულება 27 სექტემბრიდან დაიწყება

131
1694785125-China-Southern

27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას ავიაკომპანია China Southern Airlines იწყებს.

ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამჯერ დაფრინავს.

China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g