LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ექსპორტზე 8000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა

133
atami

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დარიალის ხეობაში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე გასვლის პროცესს ადგილზე გაეცნო.

პავლიაშვილის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში, 200-დან 220 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ხორციელდება.

„საბაჟო გამშვები პუნქტიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობას. დღე-ღამის განმავლობაში, პუნქტის გავლით, 200-დან 220 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, მოსავლის აღება, დაბინავება და რეალიზაცია ორგანიზებულად და წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახეთის რეგიონში არსებული ცხრავე სამაცივრო მეურნეობა სრული დატვირთვით მუშაობს“, – განაცხადა პავლიაშვილმა.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. აღნიშნული დოკუმენტაციის საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარდგენის შემდეგ, მალფუჭებადი პროდუქტი შეუფერხებლად გადის ყველა საჭირო პროცედურას.

დღეის მონაცემებით, საქართველოდან 8000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ექსპორტია განხორციელებული, საიდანაც ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გასულია 6000 ტონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g