LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ და დასავლეთმა აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს – რუსეთის საგარეო უწყება

126
1565183870-5d4ad2523cd8b

აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ და დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს.

”იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისთვის, ოფიციალური თბილისი და დასავლეთი კვლავ აღვივებენ ანტირუსულ ისტერიას, აწარმოებენ რეგიონის იარაღით შევსებას და საქართველოს ნატო-ში უცერემონიო შეყვანას უწყობენ ხელს,“ – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტმენტის განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი „ყველა ძალისხმევას იყენებს“ იმისათვის, რომ დაამყაროს დიალოგი და სრულფასოვანი მოლაპარაკებების პროცესი „საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.“

”ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამ პროცესში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რეგიონში დამყარებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარონ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და რუსეთი მათ, უბრალოდ, ეხმარება ფინანსურად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g