LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

120
01

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით.

ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც მეზღვაურების განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების, ისე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლის დანიშვნას.

mazda magti 5g