LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ამ ომში – ბურჯანაძემ ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა (ვიდეო)

160
60190889_2287252911594140_6878517753792167936_n

საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ომში, – ეს განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე დღეს დილით ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. “დემოკრატიულო მოძრაობის” თავმჯდომარემ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„მინდა ყველას მთელ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვება მივულოცო, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს, ამ ადამიანებს ძალიან დიდი დაფასება სჭირდებათ და სამწუხაროა, რომ მათ შემდეგი თაობებისაგან ბევრი გულისტკივილი შეხვდათ. არ იქნა ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ ეს ადამიანები ღირსეულად შეხვედროდნენ თავიანთ სიბერეს.

მნიშვნელოვანი დღეა, საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა მოსახლეობის საქართველოდან წავიდა, 700 000 ადამიანიდან 300 000 ადამიანი ვერ დაბრუნდა და თითოეული ჩვენგანის ვალია, ვისაც ესმის სამშობლოს სიყვარული, ესმის უფროსის პატივისცემა, ესმის ის ტრაგედია, რაც მოხდა ამ წლებში, ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ყოველთვის ქედი მოვიხაროთ ამ ადამიანების წინაშე და ვინც ცოცხალია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ დარჩენილი სიცოცხლე გავულამაზოთ,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g