LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ჰოლივუდში კომპანიებთან: Universal Pictures, HBO, Warner Bro და Disney პარტნიორობა განიხილა

103
290812414_341916721458745_4025922493508894075_n

სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, 2022 წლის ივნისში განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში. 6 ქართული საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენელი მსოფლიო კინოინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შეხვდა. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ამერიკელ პროდიუსერთა გილდიის შექმნილ პრესტიჟულ ღონისძიებაზე – Produced By Conference.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი ქართულ საპროდიუსერო კომპანიებთან ერთად, პირადად შეხვდა მსოფლიოს ლიდერ ფილმის მწარმოებელ კომპანიებს – Universal Pictures, HBO, Warner Bro, Disney, Paramount, Lionsgate და 20th Century Studios. მხარეებმა განიხილეს კინო ინდუსტრიაში არსებული ტენდენციები და რელევანტური საჯარო-კერძო პარტნიორობები.

USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით კი გაიმართა ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ საერთაშორისო პროდიუსერები და ლოკაციების მენეჯერები. მათ შორის, რამდენიმე ამერიკელ წარმომადგენელს საქართველო უკვე აღმოჩენილი ჰქონდა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაორგანიზებული გაცნობითი (FAM) ტურების ფარგლებში.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკული კინოინდუსტრიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სწორად ახლა განიხილავენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადასაღებ მოედანს. მათი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად კი დაიგეგმა შემდეგი FAM ტური საქართველოში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკრეტული პროექტებისთვის შესაფერისი ლოკაციების მომზადებისა და ბიუჯეტირების პროცესები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g