LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მსოფლიო რეიტინგში იტალიას გადაასწრო

77

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 71,45 სარეიტინგო ქულით მე-14 პოზიციიდან მე-13 ადგილზე აინაცვლა და იტალიის ეროვნული ნაკრები ჩამოიტოვა.

მე-13 პოზიციაზე მყოფი იტალიის ეროვნული გუნდი 6 ერის გათამაშების მე-3 ტურში უელსთან დამარცხდა, რამაც განაპირობა კიდეც ბორჯღალოსნების დაწინაურება. ქართველმა მორაგბეებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატში 27 თებერვალს ესპანეთი 38:7 დაამარცხეს, თუმცა ამჯერად ქართველებს სარეიტინგო ქულა არ შემატებიათ, მხოლოდ ქულათა მარაგი შეინარჩუნეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს.

მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, საუკეთესო ხუთეულში არიან ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, უელსი და არგენტინა, 20-ეულში არიან საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები რუმინეთი (მე-16) და რუსეთი (მე-18).

მსოფლიო რაგბის რეიტინგი

1 (1). ახალი ზელანდია 96,10
2 (2). ავსტრალია 89,33
3 (3). სამხრეთ აფრიკა 87,66
4 (4). უელსი 83,98
5 (5). არგენტინა 82,59
6 (6). ინგლისი 82,18
7 (7). საფრანგეთი 80,20
8 (8). ირლანდია 79,70
9 (11). შოტლანდია 78,03
10 (9). იაპონია 77,05
11 (10). ფიჯი 76,96
12 (13). ტონგა 71,60

13 (14). საქართველო 71,45

14 (12). იტალია 70,78
15 (15). სამოა 70,36
16 (17). რუმინეთი 67,93
17 (16). აშშ 66,86
18 (18). რუსეთი 63,53
19 (19). კანადა 63,42
20 (21). ურუგვაი 62,04
21 (20). ნამიბია 61,75
22 (22). ესპანეთი 60,63
23 (26). გერმანია 57,69
24 (23). ჰონკონგი 57,17
25 (25). კორეა 56,70
26 (28). ბელგია 56,17
27 (24). ჩილე 56,04
28 (29). კენია 55,89
29 (30). უკრაინა 55,51
30 (27). პორტუგალია 55,34

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g