LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება გადაავადა

159
Airbus A340 landing at dusk at Vancouver international airport.

საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება კიდევ ერთხელ გადაავადა.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი NOTAM-ი უკვე გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება მოხდება არა 30 აპრილიდან, არამედ 11 მაისიდან.  ცხადია, 10 მაისის ჩათვლით დადგენული თარიღი არის ამ დროისთვის განსაზღვრული ვადა და ის შესაძლოა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალოს.

აღნიშნული NOTAM-ის გამოცემა, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მას შემდეგ დასჭირდა, რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისის ჩათვლით დაანონსა.

ცნობისთვის, NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g