LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ რუსეთს ინტერპოლით ძებნილი პირი გადასცა

107
დაკავება

რამდენიმე მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი, 34 წლის ირკუტსკელი ალექსეი ლენივცევი, რომელიც 2021 წლის იანვარში, ბათუმში დააკავეს, საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთს გადაეცა.

როგორც გამოცემა “ლენტა.რუ” იუწყება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ბრალდებულმა ნაცნობების, მეგობრების და ნათესავების მონაწილეობით, 2015 წელს შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი და აკონტროლებდა ინტიმური მომსახურების ფირმების ქსელს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ არასრულწლოვანი გოგონებიც.

ლენივცევს ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვა, ადამიანებით ვაჭრობა და გამოძალვა.

სამართალდამცავების მიერ დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის აღკვეთის შემდეგ, ალექსეი ლენივცევს ინტერპოლით 12 ქვეყანაში ეძებდნენ.