„მთელი მსოფლიო ფიქრობს იმაზე, რომ დამოუკიდებლობა და დივერსიფიცირება თვითონ შექმნას. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბარში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ განაცხადა.
მისი თმით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს აგრარული ქვეყნის სტატუსი.
„მთელი მსოფლიო გადასულია, რომ იზრუნოს სასურსათო უსაფრთხოებაზე. განავითაროს სხვადასხვა მიმართულებები, რომელზეც არასდროს უფიქრია. ყველა ფიქრობს იმაზე, რომ დამოუკიდებლობა და დივერსიფიცირება თვითონ შექმნას. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა პოტენციალი, ჩვენ ვიყავით აგრარული ქვეყანა. ეს უნდა დავიბრუნოთ და ამისთვის გვაქვს უნიკალური კლიმატი, საშუალება. ეხლა გვჭრიდება სწორი ხედვა და თანმიმდევრობა“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
