LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 80 პროცენტს ინდაურის საცივი აღარც ესიზმრება – კახა ოქრიაშვილი

133
კახა ოქრიაშვილი

ერთ დროს „ქართული ოცნების“ და ამჯერად „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ხალხმა ხმა იმიტომ არ მისცა, რომ პარლამენტში მოკალათდეს.

„ხალხი იმიტომ კი არ გვაძლევს ხმას, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მოვკალათდეთ, არამედ იმიტომ, რომ შედეგი ვაჩვენოთ და გაყალბებული არჩევნების შედეგად, არ უნდა შევიდეთ პარლამენტში“, – ამბობს ოქრიაშვილი.

როგორც ოქრიაშვილი აღნიშნავს, პოლიტიკა ქუჩაში იწყება.

„ხალხი რომ მშიერია, ეგ არის პოლიტიკა. ვინ გვანიჭებს ჩვენ მანდატებს და და ხელისუფლებას, ხალხი, რომელიც დღეს არის მშიერი. გუშინწინ საცივზე იყო ლაპარაკი, ვის ჰქონდა საცივი. საქართველოს 80 პროცენტს ინდაურის საცივი სიზმარშიც აღარ აქვს უკვე რამდენიმე წელია, აღარ ესიზმრება. პოლიტიკა იწყება იმ ოჯახებში, რომლებიც მოდიან და ხმას გვაძლევენ. ხმას იმიტომ კი არ გვაძლევენ, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მოვკალათდეთ, არამედ იმიტომ, რომ შედეგი დავდოთ და გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩვენ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში. თუნდაც ქუჩაში დავდგეთ და თუნდაც ციხეში უნდა ჩავსხდეთ მაგის გულისთვის“. – განაცხადა ოქრიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, გარკვეული პერიოდი თავი საცივში გქონდა ჩაყოფილი და ახლა, თავი ამოყავი თუ არა საცივიდან,  რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ძალიან სასაცილოა.

ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია და თავი საცივში გქონდა ჩაყოფილი, ახლა რევოლუციურ სცენარზე საუბარი ძალიან სასაცილოა: ნინო წილოსანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები