„ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, გარკვეული პერიოდი თავი საცივში გქონდა ჩაყოფილი და ახლა, თავი ამოყავი თუ არა საცივიდან, ინდივიდუალურად ადასტურებ და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ეს ერთი მხრივ, ძალიან სასაცილოდ და არასერიოზულად ჩანს,” – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დააქმევს და დესტაბილიზაციის, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება. დეპუტატის განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ ამ ადამიანებს რადიკალიზმის მიღმა არანაირი შესაძლებლობა არ დარჩენიათ.
“მიხარია, რომ გამჭვირვალე არჩევნებმა რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩეველი მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის 20 წლით უკან დახევა და თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა იქნება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
