LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

135
საქართველოს 21 წლამდე ნაკრები

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ჩაატარა.

ევრო 2025-ის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტრენჩინში პორტუგალიას დაუპირისპირ და 0:4 დამარცხდა, რითიც ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

ჩვენი გუნდი, რომელმაც მატჩი პრაქტიკულად მთლიანად უმცირესობაში ჩაატარა, პორტუგალიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. შეხვედრის მეხუთე წუთზე ლაშა ოდიშარიამ წითელი ბარათი მიიღო.

საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე 3 ქულა დააგროვა, თუმცა ეს ტურნირის პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან პორტუგალიას და საფრანგეთს 7-7 ქულა აქვთ. სწორედ ეს გუნდები გააგრძელებენ ასპარეზს შემდეგ ეტაპზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g