საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს.
28 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე „გუნდის შექმნა და მართვა“, რომელსაც ნინო ოხანაშვილი გაუძღვება.
ლექცია განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტარტაპის ან სხვა ტიპის ბიზნესისთვის ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება და მართვა სურს.
შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას იმაზე, თუ როგორ უნდა აქციონ გუნდი საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობად. განხილული იქნება ის მთავარი პრინციპები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამედროვე სტარტაპებს ეფექტური გუნდის ფორმირებასა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ.
ლექცია უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:
- როგორ ავარჩიოთ გუნდის წევრები კომპანიის ღირებულებებისა და საჭირო კომპეტენციების მიხედვით?
- როგორ დავანაწილოთ როლები ისე, რომ გუნდში არსებობდეს თანამშრომლობის კულტურა?
- როგორ შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, რაც გუნდის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს?
- რა პრაქტიკული მიდგომები გამოიყენება წარმატებულ სტარტაპებში გუნდის ეფექტური მართვისთვის?
ლექცია ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის #57-ში, 28 მაისს, 20:00 საათზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი აზროვნების აკადემიის ვებსაიტზე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების პლატფორმის – ბიზნეს 360° – ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.
(R)