თუ საქართველოს ბანკის მობილბანკით ყოველდღიურად სარგებლობთ, იმ საბანკო აქტივობებში, რომლებსაც უკვე ავტომატურად ასრულებთ, იქნება ეს გადახდები, გადარიცხვები თუ სხვა ოპერაციები, დაჯილდოვდებით.
უფრო კონკრეტულად, მობილბანკის აპლიკაციაში მედლების სივრცე გამოჩნდა, რომელიც მედლების ქვეშ აერთიანებს აქტივობებს და, რა თქმა უნდა, საჩუქრებს. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, სახალისო თავშესაქცევია, მეორე მხრივ კი, ბევრი სარგებლის მომტანიც: უკეთ გაიცნობთ მობილბანკის შესაძლებლობებს, მიიღებთ ერთჯერად საჩუქრებს, გაიუმჯობესებთ სტატუსს და, ზოგადად, აპლიკაციით სარგებლობის გამოცდილებას. მედლების სივრცე ყველა ფიზიკურ პირს ავტომატურად გაუაქტიურდება და ყველას ექნება შესაძლებლობა, მობილბანკში იმ აქტივობისთვის დასაჩუქრდეს, რასაც ისედაც ყოველდღიურად აკეთებს.
რა არის მედლები და როგორ უნდა მოიპოვოთ ისინი?
გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ მობილბანკის აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკის ლიდმა ლუკა ქობალიამ ისაუბრა:
მობილბანკის ახალ სივრცეში უკვე გელოდება მედლები. თითოეული მედალი შეიძლება ერთ ან რამდენიმე აქტივობას აერთიანებდეს. როცა ამ აქტივობებს ასრულებთ, ჯილდოვდებით მედლით და შესაბამისი საჩუქრით, რომელიც სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს.
თითოეული მედლისთვის შესაბამისი აქტივობა და საჩუქრები წინასწარაა განსაზღვრული. ამასთან, ყოველ მომხმარებელს მობილბანკში სხვადასხვა მედალი ხვდება – იმის მიხედვით, თუ რა ინტერესები, ქცევა და პრიორიტეტები აქვს აპლიკაციაში. მაგალითისთვის, თუკი ბარათი ჯერ კიდევ არ გაქვთ, ერთ-ერთი მედლის აქტივობად შეიძლება ბარათის შეკვეთა ამოვიდეს. აქტივობა ასევე შეიძლება იყოს ყულაბის გახსნა, თანხის გადარიცხვა ან სულაც ბარათით გადახდა.
რაც შეეხება შესასრულებელ აქტივობებს, ამის დეტალურად ნახვას მედლის გვერდის გახსნისას შეძლებთ. აქვე მიადევნებთ თვალს დავალებების შესრულების პროგრესს და გაიგებთ, რა საჩუქარი გელოდებათ ბოლოში გასვლისას. საჩუქრების ნახვაც ამავე სივრცეშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ აქტივობები შეიძლება გამეორდეს – ერთი და იმავე დავალების შესრულება ზოგჯერ სხვადასხვა მედლის მისაღებად მოგიწევთ. ამდენად, ერთდროულად რამდენიმე მედლის მოპოვებაც შეგიძლიათ სცადოთ. თუმცა თითოეული მედლის მიღება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.
რა საჩუქრები იმალება მედლების უკან?
მედლის მისაღებად გათვალისწინებული ყველა აქტივობის შესრულების შემდეგ, სხვადასხვაგვარ საჩუქარს მიიღებთ. რასაკვირველია, წინასწარ შეგიძლიათ ნახოთ, თითოეული მედალი რა საჩუქრის შემცველია.
საჩუქრები შეიძლება მოიცავდეს PLUS და MR ქულებს, მეტი ქულების დაგროვების შესაძლებლობას განსაზღვრული ვადით, ფასდაკლებებსა და ვაუჩერებს მაღაზიებში, ციფრულ სასაჩუქრე ბარათს. ამავდროულად, შეიძლება მიიღოთ ისეთი ტიპის საჩუქრებიც, როგორებიცაა განსხვავებული დიზაინის პრელოგინის ვიზუალი, აპლიკაციის ხატულას შეცვლა და ა.შ.
ერთჯერადი საჩუქრების მედლების გარდა, მობილბანკში სტატუსის მედლების მოპოვებასაც შეძლებთ. ეს მედლები მხოლოდ საცალო მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი და მათ კიდევ სხვა უპირატესობები მოჰყვება, მაგალითად, მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობა ან ფასდაკლება.
როგორც კი საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხდებით, ავტომატურად გენიჭებათ სასტარტო სტატუსი. მერე კი, სხვადასხვა ოპერაციის შესრულების თუ საბანკო პროდუქტის გამოყენების შემდეგ, სტატუსს იმაღლებთ: Bronze, Silver და Gold. თითოეული ამ სტატუსის შესაბამისი მედლის მოპოვებას ასევე შეძლებთ ახალი ფუნქციონალით და წინასწარ გაწერილი მისიებით. გაითვალისწინეთ, რომ სტატუსები აქტიურ პროდუქტებსა და ტრანზაქციების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამიტომ, ყოველთვიურად ახლდება – გინარჩუნდება ან გეცვლება.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ მობილბანკის მომხმარებელი, გადმოწერეთ აპლიკაცია Android ან iOS მოწყობილობისთვის და ყოველდღიურობის გამარტივებასთან ერთად, დასაჩუქრდით.