LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკმა Meliora 2018-ის ჯილდოები დაიმსახურა

1200x628

“საქართველოს ბანკმა” საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის – საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018-ის ჯილდოები დაიმსახურა. კონკურსი საქართველოში წელს პირველად გაიმართა და პირველივე ჯერზე საქართველოს ბანკმა ორი ჯილდო მიიღო.

საქართველოს ბანკი CSR -ის სფეროში განხორციელებული საინტერესო ინიციატივებისთვის დაჯილდოვდა კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” აპლიკაციისთვის “გზად”. დამგზავრების აპლიკაცია ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის შეიქმნა. გზად აპლიკაცია კოლეგებს გარემოზე ზრუნვის, პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და ერთად კომფორტულად მგზავრობoს შესაძლებლობას აძლევს, რაც მოძრაობის განტვირთვაზეც პოზიტიურად აისახება. ასევე, საქართველოს ბანკს CSR -ის შესახებ წარმოებული კომუნიკაციისთვის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. CSR-ის სფეროში განხორციელებული შთამბეჭდავი ინიციატივებისათვის კი მადლობის სიგელი მიიღო.

„საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მოწოდებულია იზრუნოს საკუთარი მომხმარებლის, დასაქმებულის და საზოგადოების კეთილდღეობაზე და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. ბანკი წლებია ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვას, სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებას, განათლების ხელშეწყობას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და შშმ პირთა დასაქმებას. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ. მინდა მივულოცო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს ეს გამარჯვება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა, რადგან გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას შევძლებთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან (მათ შორის: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. კონკურსი ითვალისწინებდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტების გამოვლენას ადგილობრივი და საერთაშორისო კატეგორიის ჟიურის მიერ, 9 ნომინაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g