LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა დაცვის პოლიციის თანამშრომელი საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ? – მინისტრის მოადგილე შეკითხვას პასუხობს

129
Capture

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ დაკავებული „დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი არ არის“.

„არ არის ის მოქმედი თანამშრომელი“. მინისტრის მოადგილემ არ დააზუსტა, ის არის თუ არა დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი.„ამის შესახებ შემდგომში გავრცელდება ინფორმაცია“,– თქვა მან.

ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა პოლიციელებსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წარმატებით დასრულებული ოპერაციისთვის.

„პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და თავს გრძნობენ კარგად, თავდამსხმელი არის დაკავებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს ღონისძიება. მიუხედავად მრავალსაათიანი ღონისძიებისა, ყველაფერი დასრულდა წარმატებით და დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები