პირველად ქართულ ბაზარზე, საერთაშორისო კორპორაცია ICR – ის პარტნიორობით, ავეჯისა და ტექნიკის დაქირავების კომპანია – hippo შემოვიდა.
როგორც “ფორტუნას” კორპორაცია ICR -ში განუცხადეს, მომხმარებელს უკვე შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებ-გვერდიდან www.hippo.ge ან პარტნიორი მაღაზიების (,,ჩემი სახლი”,,Altaok” ,,Aray Tomorrow”) შოურუმებიდან აირჩიოს სასურველი ნივთები და იქირავოს ისინი მისთვის სასურველი ვადით.
“დაქირავების სერვისი არ უკავშირდება საბანკო სესხებს თუ განვადებას, არც შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციაა საჭირო, განვადებასთან შედარებით აქვს მცირე ყოვეთვიური გადასახადი და ყველა დაქირავებული ნივთი არის დაზღვეული “ჯიპიაი ჰოლდინგის”მიერ,”- განუცხადა “ფორტუნას” კომპანიის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ფერიაშვილმა.
მისი თქმით, ჰიპოს მომსახურების შემოსვლას უკვე მოყვა გამოხმაურება მომხმარებლისგან და დაფიქსირდა მოსალოდნელზე დიდი მოთხოვნა ავეჯისა და ტექნიკის დაქირავებაზე.
,,კომპანია “ჰიპო” არის ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მომსახურების ანალოგი, რომელსაც უკვე დიდი გამოხმაურება მოყვა ქართულ საზოგადოებაში. ეს არის თანამედროვე, პრაქტიკული და ხელსაყრელი გზა, ისარგებლოთ სასურველი ნივთებით სესხისა და განვადების გარეშე და ნებისმიერ დროს გაწყვიტოთ ხელშეკრულება და დაგვიბრუნოთ ისინი ყოველგვარი საკომისიოებისა თუ პირგასამტეხლოების გარეშე. მომხმარებლისთვის განსაკუთრებული სარგებელია ასევე ის, რომ ჩვენგან დაქირავებული ყველა ნივთი დაზღვეულია “ჯი პი აი ჰოლდინგში”. “ჰიპპო”-ს მომსახურება გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ კორპორატიულ სეგმენტს, ანუ კომპანიებს განსაკუთრებული პირობებს ვთავაზობთ.“ – განაცხადა ნიკოლოზ ფერიაშვილმა.
კომპანია “ჰიპოს” მენეჯმენტი ოფიციალურ პრეზენტაციას დღეს გამართავს, სადაც დეტალური განმარტებები გაკეთდება მომსახურების პირობებზე, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ასევე კერძო და საჯარო სექტორისთვის.