ლორის პარფიუმი (Loris Perfume) უკვე საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა, აღმაშენებლის 95ა და რუსთაველის 26 ნომერში. ლორის პარფიუმი გთავაზობთ სამასზე მეტ სურნელს, ოთახის სურნელს სხვადასხვა არომატით, ტანსაცმლისთვის განკუთვნილ აეროზოლს და დუშგელების ფართო არჩევანს. ახალ წელთან დაკავშირებით ლორის პარფიუმი გთავაზობთ 50 % ფასდაკლებას ყველა პროდუქტზე, და ასევე აქციას – 2 სუნამოს შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად დუშგელი გადმოგეცემათ, სასურველი სურნელით.
კომპანიის მიზანია შექმენას პროდუქტი, რომელიც ხარისხთან ერთად ღირებულებითაც მისაღები იქნება მომხმარებლისათვის და სასარგებლო -მომხმარებლის ჯანმრთელობისა და განწყობისათვის.
მსოფლიოს ბაზარზე პროდუქტი 2004 წელს გამოჩნდა და ორი წელია უკვე საქართველოშიც სტაბილურ ადგილს იკავებს.
როგორც “ფორტუნა პლუსს” კომპანიაში განუცხადეს, ლორის პარფიუმი აბსოლუტურად უსაფრთხო ინგრედიენტებს იყენებს წარმოებისთვის, რისთვისაც მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო . ის იქმნება მსოფლიოს დერმატოლოგთა ასოციაციის მიერ დაწესებული ყველა სტანდარტისა და წესის დაცვით . “ჩვენ ვართ აისო სერტიფიკატის მფლობელები და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხარისხსსა და უასფრთხოებას.” – აცხადებენ კომპანიაში.
სუნამოს სურნელი 24 საათიდან – 48 საათამდე მკვეთრი სურნელით გამოირჩევა. ასევე ტანსაცმლის არეოზოლები მდგრადი და გამყოლი სურნელით, რომელიც ასევე 48 საათი რჩება სამოსზე. სახლის დეკორატიული სურნელი დიდი მოწონებით სარგებლობს ქართულ ბაზარზე.