საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ იუსტიციის სახლის ექსკლუზიური პროექტი – „ბიზნეს ასისტენტი“ წარუდგინა.
„ბიზნეს ასისტენტის“ მიზნობრივ სეგმენტს ბიზნეს სექტორის ის ნაწილი წარმოადგენს, ვისაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებლობები ესაჭიროება. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „ბიზნეს ასისტენტი” უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული, მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები.
„ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას, სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში, გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.
