LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს CF Startup Partners-ის დამფუძნებელი და დირექტორი იოშიტო დენავა სტუმრობდა

108
იოშიტო დენავა

საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ, ტექნოპარკში, CF Startup Partners-ის დამფუძნებელსა და დირექტორს იოშიტო დენავას უმასპინძლა. ავთანდილ კასრაძემ მას სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამები გააცნო, მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. იოშიტო დენავა, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ სტარტაპებსაც შეხვდა.

ცნობისთვის, კომპანია CF Startup Partners უცხოურ სტარტაპებს იაპონიის ბაზარზე შესვლაში, საქმიანი პარტნიორების მოძიებასა და სტარტაპის განვითარებაში ეხმარება. ის ასევე უზრუნველყოფს  კორპორაციული ვენჩურული კაპიტალის მხარდაჭერას, დახმარებას ფონდების შექმნაში, მართვასა და საინვესტიციო პროექტების მოძიებაში.

იოშიტო დენავა თავად ფლობს სტარტაპ ინკუბატორს მაკინოჰარაში და მართავს სტარტაპების ქსელს. აღსანიშნავია, რომ კომპანია იაპონიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტარტაპ ღონისძიების – MakiChalle ორგანიზატორია, სადაც სტარტაპები საკუთარ პროექტებს იაპონიის მაკინოჰარას რაიონის კომპანიებთან თანამშრომლობისთვის წარადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g