LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს და იაპონიას შორის ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

115
იაპონია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე, იაპონური მხარის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების შედეგების იაპონელი პარტნიორებისთვის გაცნობა და ქართველი სტარტაპების იაპონურ ბაზარზე ინტერნაციონალიზაცია გახლდათ.

ავთანდილ კასრაძემ შეხვედრები გამართა ტექნოლოგიურ და ბიზნეს სფეროში საქართველოს მხარდამჭერ და იაპონიაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანი პროცესების ლიდერი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან და ორგანიზაციებთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „Tsucrea Co.“-ს შორის, რაც ქართული ტექნოლოგიური კომპანიების იაპონიის ბაზარზე დაშვების გამარტივებას ითვალისწინებს.

დელეგაციაში იმყოფებოდა ოთხი ქართული სტარტაპი: Pulsar AI, BioChimPharm, Neuropilot და Biterium AI, რომლებმაც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს. მათი წარდგენა საქართველო-იაპონიის კომერციისა და ინდუსტრიის პალატაში შედგა, რომელსაც საქართველოში ყოფილი ელჩი ტედ უეჰარა ხელმძღვანელობს.

შეხვედრები, ასევე, გაიმართა იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვიცე პრეზიდენტთან შიგეო მორიმოტოსთან და იაპონიის მეცნიერების და გამოგონებების მუზეუმის (Miraican) აღმასრულებელ დირექტორთან იტო იოჩისთნ. საუბარი ქართული R&D კომერციალიზაციისა და ქართული ტექნოპარკების იაპონური ტექნოლოგიებით აღჭურვის შესაძლებლობებს შეეხო.

ავთანდილ კასრაძის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში „საქართველოს ინოვაციების დღე“ გაიმართა იაპონიაში საქართველოს საელჩოს, GITA-სა და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციასთან (JETRO) პარტნიორობით. იაპონურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სფეროში არსებული პროცესების და სამომავლო გეგმების შესახებ და ახალი თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა.

მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა, ასევე, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ნობუტა კამაეკავასთან, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან მასაიუკი ჰიროსავასთან, იაპონიის ციფრულ საქმეთა სააგენტოს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ვიცე პრეზიდენტთან ტაკაში ასანუმასთან და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს სავაჭრო პოლიტიკის ბიუროს დირექტორთან მასაში ვატანაბესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები